ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით 2025 წლის 24-25 ივნისს გაიმართება სტუდენტთა მე-11 საფაკულტეტო სამეცნიერო კონფერენცია.
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია სწავლების სამივე საფეხურის სტუდენტს ფაკულტეტის აკადემიური ან მოწვეული პერსონალის ხელმძღვანელობით. ერთ სტუდენტს შეუძლია იყოს მაქსიმუმ ერთი აბსტრაქტის ავტორი/თანაავტორი. ერთი მოხსენების ავტორი/თანაავტორი შეიძლება იყოს მაქსიმუმ ორი სტუდენტი.
კონფერენციაზე იმუშავებს შემდეგი სექციები:
- სოციოლოგია
- სოციალური მუშაობა
- ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია
- პოლიტიკის მეცნიერება
- საერთაშორისო ურთიერთობები
- საზოგადოებრივი გეოგრაფია
მონაწილეობის მსურველებმა შევსებული სარეგისტრაციო ფორმა უნდა გამოგზავნონ 27 აპრილის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: socpol.science@tsu.ge. სათაურის ველში უნდა მიუთითონ „სტუდენტური საფაკულტეტო კონფერენცია“. მიმოწერაში (CC-ში) ჩართული უნდა იყოს სამეცნიერო ხელმძღვანელიც, რომელმაც საპასუხო წერილით უნდა დაგვიდასტუროს, რომ რეკომენდაციას უწევს სტუდენტის მოხსენებას.
აბსტრაქტის შერჩევის შედეგები ავტორებს ელფოსტაზე ეცნობებათ 5 მაისს.
მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ მისამართზე: socpol.science@tsu.ge.